ფეხბურთი

19:25 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემს” ლორენტეს და ოგბონას ყიდვა სურს

Football Italia-ს ცნობით, “ტოტენჰემი” “იუვენტუსის” თავდამსხმელის ფერნანდო ლორენტესა და ტურინელთა მცველის, ანჯელო ოგბონას ყიდვას აპირებს. ლონდონური კლუბი ამ ტრანსფერებს სეზონის ბოლოს გეგმავს.

ფერნანდო ლორენტემ მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. წყაროს ცნობით, ლორენტე სეზონის ბოლოს “იუვენტუს” დატოვებს.

ოგბონა “იუვენტუსის” ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 32 მატჩი აქვს ნათამაშები.

0.11633