ფეხბურთი

15:01 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვალდიფიორი პირლოს მადლობას უხდის

შაბათს, “იუვენტუსისა” და “ემპოლის” მატჩის (2:0) დასრულების შემდეგ, ანდრეა პირლომ, რომელსაც ტრავმის გამო არ უთამაშია, “ემპოლის” ფეხბურთელ მირკო ვალდიფიორის თავისი მაისური უსახსოვრა. ამასთან დაკავშირებით ტოსკანელთა 29 წლის ნახევარმცველმა ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც ანდრეა პირლოს ემადლიერება.

“გასახდელში შევედი და იქ ანდრეა პირლო დამხვდა, რომელიც მელოდებოდა, რომ თავისი მაისური ეჩუქებინა. ეს დაუვიწყარი სიხარული იყო. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოედნის მიღმაც შესანიშნავი ადამიანია. მადლობა, ანდრეა პირლო”, - წერს ვალდიფიორი.

ვალდიფიორი წლეულს სერია A-ში სადებიტო სეზონს ატარებს და საკმაოდ წარმატებითაც. მას დებიუტი უკვე ჰქონდა იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც.

0.113653