ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზადაა, კოლუმბიის ეროვნული ნაკრებსა და “მანჩესტერ იუნაიტედში” მოთამაშე თავდამსხმელი რადამელ ფალკაო გადაიბიროს.
ესპანელები “მონაკოს” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის სანაცვლოდ 43.5 მილიონ ევროს იხდიან. ჯერჯერობით უცნობია მონაკოელების პოზიცია. ფეხბურთელისადმი ინტერესს არგენტინული “ბოკა ხუნიორსიც” იჩენს - სამხრეთამერიკელები მზად არიან, ფალკაოს სატრანსფერო უფლებები მოიპოვონ.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფალკაომ 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.