ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ სამი ხედირას კვირაში ანაზღაურების სახით 200 000 გირვანქა სტერლინგს სთავაზობს.
ხედირას “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ესპანური გრანდიდან მისი აბარგება უკვე გადაწყვეტილია. ხედირამ განაცხადა, რომ ბუნდესლიგაში ბრუნდება, თუმცა ინგლისური კლუბი მას მაცდურ წინადადებას სთავაზობს.
მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა “რეალის” მაისურით ყველა ტურნირზე მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 37 წუთს ატარებს.