გერმანული “ბილდის” ინფორმაციით, იტალიის ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ შესაძლო შესაძლოა მომდევნო სეზონიდან კვლავ იტალიაში იასპარეზოს.
25 წლის ფეხბურთელი გერმანული გრანდის ღირსებას 2014 წლის ივლისიდან იცავს. მიმდინარე სეზონში იმობილემ 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიელის სატრანსფერო ღირებულება “ბორუსიაში” გადასვლის შემდეგ სამი მილიონით დაეცა და ამჟამად ჩიროს შეძენა 15 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.
ცნობილია, რომ იმობილეთი იტალიური კლუბები “ნაპოლი” და “მილანი” ინტერესდებიან. “როსონერი” მზადაა, ჩიროს სანაცვლოდ 17.5 მილიონი ევრო გადაიხადოს. სატრანეფრო ფასის დაცემასთან ერთად “ბილდი” ვარაუდობს, რომ ზაფხულში “დორტმუნდისა” და იტალიელი თავდამსხმელის გზები გაიყრება. იმობილეს გერმანელებთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს.