ჭადრაკი

12:22 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მუზიჩუკს ჩემპიონობისთვის ყაიმიც ჰყოფნის

დასასრულს მიუახლოვდა სოჭში (რუსეთი) მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალშიც ერთმანეთს უკრაინელი მარია მუზიჩუკი და რუსეთის წარმომადგენელი ნატალია პოგონინა ხვდებიან.

4 კლასიკური პარტიისაგან შემდგარი დაპირისპირების მესამე პარტიაში თეთრებით პოგონინა თამაშობდა. ბრძოლა ყაიმით დასრულდა და ანგარიში გახდა 2:1 მუზიჩუკის სასარგებლოდ. თუ მეოთხე შეხვედრა მუზიჩუკმა არ წააგო, იგი მსოფლიოს ახალი ჩემპიონი იქნება. თუ პოგონინამ მოიგო და ანგარიში გაათანაბრა, მაშინ ჩემპიონის ვინაობა ტაი-ბრეიკის პარტიების შემდეგ გამოვლინდება.

0.114577