კალათბურთი

11:35 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის “როზეტოს” 30-ქულიანი მარცხი

უცნაური თამაში ჰქონდა იტალიის რანგით მე-3 ლიგაში მოთამაშე გიგა ჯანელიძის “როზეტოს”, რომელიც სატურნირო ცხრილში მასზე 4 ადგილით უკან მყოფ “ლატინას” დაუხვდა და 30 ქულის სხვაობით – 71:101 წააგო.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 20:45 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ჯანელიძემ 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

“როზეტომ” 13 მოგების წილ მე-15 მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117177