ფეხბურთი

23:55 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მეთოფეებმა” “ლივერპული” დაცხრილეს

ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურიღა დარჩა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდესი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი ოთხი კლუბის ვინაობა გაირკვა. 31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის “არსენალმა” შინ “ლივერპული” გაანადგურა და მერსესაიდელები “მანჩესტერ იუნაიტედს” უკვე რვა ქულით ჩამორჩებიან.

“მეთოფეები” მთელი შეხვედრის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა. მატჩის მთავარი მოვლენები პირველი ნახევრის ბოლო რვა წუთში განვითარდა. 37-ე წუთზე ბელერინი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ერთი მცველს გაუსწორდა და შორეულ კუთხეში ჩინებული გოლი გაუტანა მინოლეს. მასპინძლებმა სამ წუთში უპირატესობა გაზარდეს, მესუთ ოზილმა მშვენიერი საჯარიმო დარტყმა შეასრულა და უშანსოდ დატოვა ბელგიელი კიპერი, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე ალექსის სანჩესმა გამანადგურებელი გახადა ანგარიში.

სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა 76-ე წუთზე მოახერხეს, ჯორდან ჰენდერსონმა 11-მეტრიანი დარტყმით მოახერხა ანგარიშის დასველება. 84-ე წუთზე “წითლებს” ემრე ჩანი გაუძევეს, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და 91-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ ტაბლოზე საბოლოო შედეგი ააციმციმა – 4:1.

თავისი შეხვედრა იოლად მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედმა”, რომელიც შინ “ასტონ ვილას” გაუსწორდა. მასპინძლებმა დაწინაურება ტაიმის ბოლოს ანდერ ერერას გოლის წყალობით მოახერხეს. 79-ე წუთზე უეინ რუნიმ შესანიშნავი გოლით სხვაობა გაზარდა, ერთ წუთში კი კრისტიან ბენტეკემ ინტრიგა დააბრუნა. აღსანიშნავია, დავიდ დე ხეას შეცდომა გაშვებული გოლისას. ლუის ვან გაალის შეგირდებმა მაინც ორბურთიანი სხვაობით იმარჯვეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანდერ ერერამ დუბლის შესრულება მოახერხა – 3:1.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას საბოლოოდ გამოეთიშა “საუთჰემპტონი”, რომელიც ლივერპულში “ევერტონთან” დამარცხდა და “მანჩესტერ იუნაიტედთან” სხვაობა ცხრა ქულამდე გაიზარდა. ერთადერთი გოლის ავტორი ფილ იაგიელკაა, რომელმაც მე-16 წუთზე გაუტანა დევისს – 1:0.

დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ლონდონის “ჩელსიმ”, რომელმაც “სტემფორდ ბრიჯზე” “სტოკის” დამარცხება მოახერხა. მასპინძელთა დაწინაურა 39-ე წუთზე ედენ აზარმა მოახერხა 11-მეტრიანი დარტყმით. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა ტაიმის ბოლოს ულამაზესი გოლით მოახერხეს – ჩარლი ადამმა წინ გამოსული ტიბო კურტუა შენიშნა და საკუთარი ნახევრიდან გაუტანა. გამარჯვება მაინც “არისტოკრატებს” დარჩათ, 62-ე წუთზე ბეგოვიჩი ლოიკ რემიმ დაამწუხრა და თავის გუნდს სამი ქულა გაუფორმა – 2:1. მასპინძლებს გამარჯვება ძვირად დაუჯდათ, პრემიერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა დიეგო კოშტამ ტრავმა გაიმიზეზა და ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს ვერ დაეხმარება ლონდონურ კლუბს.

უმოტივაციო “სუონსი” შინ პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ “ჰალს” გაუსწორდა. სამაგიეროდ, ივარგეს “ვეფხვების” კონკურენტებმა. “ლესტერმა” შინ “ვესტ ჰემი” დაამარცხა, ხოლო “ქუინზ პარკ რეინჯერსმა” გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩი” გაანადგურა.

არსენალი – ლივერპული 4:1 (3:0)


ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, კოშელნი (პაულისტა 49), მერტესაკერი, ბელერინი, მონრეალი, რემსი (ფლამინი 62), კოკლენი, კასორლა, ოზილი (უელბეკი 73), სანჩესი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, ჩანი, ტურე, სახო, ლეივა, ალენი, მორენო, ჰენდერსონი, მარკოვიჩი (სტარიჯი 46), კოუტინიო, სტერლინგი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 1:0 ბელერინი (37), 2:0 ოზილი (40), 3:0 სანჩესი (45), 3:1 ჰენდერსონი (76 პენ.), 4:1 ჟირუ (91).
გაფრთხილებები: ბელერინი – ჩანი
გაძევება: ჩანი 84.
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 15(10)-13(2), ჯარიმა: 7-9, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 4-3, სეივი: 1-6

ევერტონი – საუთჰემპტონი 1:0 (1:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, სტოუნზი, იაგიელკა, ბეინსი, კოულმენი, მაკკარტი, ბერი, ოსმანი, ბარკლი (ბეშიჩი 71), ლენონი, კონე (ნეისმიტი 70).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): კ.დევისი, ალდერვეირელდი (დურიჩიჩი 82), ფონტე, კლაინი, ბერტრანი, შნეიდერლენი, ვანიამა, უარდ-პროუსი (მანე 61), ელია (ტადიჩი 61), ლონგი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლი: იაგიელკა 16.
გაფრთხილებები: ბერტრანი
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11(1)-11(2), ჯარიმა: 12-17, კუთხური: 4-10, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-0

ლესტერი – ვესტ ჰემი 2:1 (1:1)

ლესტერი, “კინგ ფაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-2-3-1): შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, შლუპი, დე ლაეტი (კინგი 79), კამბიასო, ჯეიმსი, მაჰრეზი (ოლბრაიტონი 46), ვარდი, ნუჯენტი, ულოა (კრამარიჩი 72).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, რიდი, კოლინსი, ჯენკინსონი, კრესველი, სონგი (ნენე 88), კუაიტე, ნოლანი (ამალფიტანო 65), ნობლი, დაუნინგი, სახო (კ.კოული 80).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 კამბიასო (12), 1:1 კუაიტე (32), 2:1 კინგი (86).
გაფრთხილებები: ჯენკინსონი, რიდი, კოლინსი, კრესველი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 19(7)-14(7), ჯარიმა: 12-10, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 3-1, სეივი: 6-5

მე-15 წუთზე ნუჯენმა პენალტი ვერ გაიტანა

მანჩესტერ იუნაიტედი – ასტონ ვილა 3:1 (1:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, ჯონსი, როხო, ბლინდი, ვალენსია, კერიკი, ერერა, ფელაინი (ფალკაო 77), იანგი (დი მარია 70), მატა, რუნი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ასტონ ვილა (4-3-1-2): გუზანი, ოკორე, კლარკი, ჰატონი (ბაკუნა 46), ლოუტონი, სანჩესი, დელფი, ნ’ზოგბია (ბეიკერი 61), ვაიმანი (ჯ.კოული 77), აგბონლაჰორი, ბენტეკე.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლები: 1:0;3:1 ერერა (43;92), 2:0 რუნი (79), 2:1 ბენტეკე (80).
გაფრთხილებები: დელფი
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 77%-23%, დარტყმა: 19(7)-4(2), ჯარიმა: 15-12, კუთხური: 10-2, თამაშგარე: 0-2, სეივი: 1-4

სუონსი – ჰალი 3:1 (2:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნოუტონი (რანხელი 56), ნ.ტეილორი, კი, კორკი (დაიერი 65), შელვი (გრიმსი 90), რუტლიჯი, სიგურდსონი, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი

ჰალი (3-5-2): მაკგრეგორი, ბრიუსი (დიამე 70), დოუსონი, მაკშეინი, მეილერი, ლივერმორი, რამირესი (ქუინი 30), ელმოჰამედი, ბრედი, ნ’დოიე, ა.ერნანდესი (ალუკო 81).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 1:0 კი (18), 2:0;3:1 გომისი (37;91), 2:1 მაკშეინი (50).
გაფრთხილებები: უილიამსი – ა.ერნანდესი, ნ’დოიე, მაკშეინი, ბრიუსი, დიამე
გაძევება: მეილერი 53.
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 9(4)-10(1), ჯარიმა: 11-14, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 0-1

ვესტ ბრომვიჩი – ქპრ 1:4 (0:3)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი, მაკოლი, ლესკოტი, ბეირდი (ოლსონი 65), ბრანტი, გარდნერი(მულუმბუ 72), დ.ფლეტჩერი, სესენიონი (ანიჩებე 46), მორისონი, ბრაუნი, ბერაჰინო.
მწვრთნელი: ტონი პულისი

ქპრ (4-4-2): გრინი, კოლკერი, ონიოჰა, იუნი (ჰილი 82), ისლა, ბარტონი, სანდრო, ფილიპსი, ვარგასი (კრანჩარი 30), ზამორა (ჰენრი 75), ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი

გოლები: 0:1 ვარგასი (15), 0:2 ოსტინი (37), 0:3 ზამორა (43), 1:3 ანიჩებე (58), 1:4 ბარტონი (96).
გაფრთხილებები: სესენიონი – კოლკერი, ბარტონი, ჰენრი
გაძევება: მულუმბუ 84.
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 21(6)-12(7), ჯარიმა: 6-15, კუთხური: 2-4, თამაშგარე: 3-3, სეივი: 3-5

ჩელსი – სტოკი 2:1 (1:1)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მატიჩი, ფაბრეგასი, აზარი, ოსკარი (კოშტა 46; დროგბა 57), ვილიანი, რემი (კუადრადო 63).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი, ვოლშაიდი, შოუკროსი, კამერონი, უილსონი, ნ’ზონზი, ველანი, ადამი (პიტერსი 79), აირლანდი (კრაუჩი 78), უოლტერსი, დიუფი (არნაუტოვიჩი 62).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0 აზარი (39 პენ.), 1:1 ადამი (44), 2:1 რემი (62).
გაფრთხილებები: დროგბა – ველანი, შოუკროსი, აირლანდი, ადამი, ვოლშაიდი, კრაუჩი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 19(10)-7(2), ჯარიმა: 5-22, კუთხური: 9-0, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-8

0.246662