ფეხბურთი

21:51 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" "სიტის" შეთავაზება უარყო

იტალიური გამოცემა "ილ ტემპოს" ინფორმაციით, რომის "ლაციომ" "მანჩესტერ სიტის" 10 მილიონ ევროიანი შეთავაზება უარყო. ინგლისელებს რომაული გუნდისგან 20 წლის სენეგალელი თავდამსხმელის კეიტა ბალდეს შეძენა სურთ.

ამავე გამოცემის ცნობით, "ლაციალეს" პრეზიდენტი ახალგაზრდა შემტევში 5 მილიონით მეტს ითხოვს, ხოლო თავის მხრივ "ქალაქელები" უახლოეს ხანებში ახალ შეთავაზებას გააკეთებენ.

კეიტა ბალდე ლაციოში 2012 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მან სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

0.11403