Nba.com-ის ცნობით, მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში რასელ უესტბურკი, ხოლო აღმოსავლეთში ლებრონ ჯეიმსი დაასახელეს.
ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდ კავალიერმა” მარტის თვეში 11 თამაში მოიგო, 4 წააგო. ჯეიმსი თვის განმავლობაში გუნდს საშუალოდ 24.7 ქულას, 7.3 პასს, 6.3 მოხსნას და 1.7 ჩაჭრას სძენდა.
რასელ უესტბრუკის “ოკლაჰომამ” მარტის თვეში 15 შეხვედრიდან 10 მოიგო. რასელმა გუნდს საშუალოდ ერთ მატჩში 30.9 ქულა, 10.2 პასი, 8.5 მოხსნა და 2.5 ჩაჭრა შესძინა.