ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი კვირას, 5 აპრილს ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. მესიმ გუნდის უკანასკნელ ვარჯიშშიც მიიღო მონაწილეობა.
"ოქროს ბურთის" 4-გზის მფლობელს მარჯვენა ფეხზე ჰქონდა პრობლემა, რის გამოც ცოტა ხნის წინ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ორივე ამხანაგური მატჩი გაუცდა.