ფეხბურთი

18:13 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალი “გენჩლერთან” დამარცხდა

თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგის 26-ე ტურში, სტამბოლის “ქასიმფაშა”, რომელშიც ლაშა დვალი თამაშობს, სტუმრად “გენჩლერბირლიგისთან” 2:5 დამარცხდა.

ქართველი ცენტრალურ მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. მან 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ქასიმფაშაში” გადასვლის მერე, 19 წლის დვალმა ზედიზედ 7 მატჩი ჩაატარა. სტამბოლელები 29 ქულით 18 გუნდში მე-12 ადგილზე იმყოფებიან.

თურქეთში გადასვლამდე, ის ორი სეზონი თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილ რიგის “სკონტოში” ასპარეზობდა და ლატვიის ვირშლიგაში (უმაღლესი ლიგა) ჩატარებულ 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

0.135759