ფეხბურთი

17:30 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას ზედიზედ ოცდამეერთე

ყაზანის “რუბინმა”, რომელშიც ქართველი მცველები სოლომონ კვირკველია და მამუკა კობახიძე გამოდიან, რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში სტუმრად პერმის “ამკარს” 3:0 აჯობა. კვირკველიამ მატჩი შეუცვლელად ითამაშა და 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო კობახიძე თადარიგში იყო.

“რუბინიდან” ორი გოლი იგორ პორტნიაგინმა გაიტანა, ხოლო ერთი ბურთი თავის კარში ბრანკო იოვიჩიჩმა ჩაჭრა. ყაზანელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფებიან. კვირკველიამ მიმდინარე სეზონში შეუცვლელად 21-ე მატჩი ჩაატარა.

0.126809