ფეხბურთი

16:57 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე: “გოლები სტაბილურად უნდა გავიტანო”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდ ლევან მჭედლიძეს ახარებს, რომ იტალიის სერია A-ში შეცვლაზე შესულ მოთამაშეებს შორის ყველაზე სწრაფი გოლის (13,2 წამი) ავტორი გახდა, მაგრამ მას მეტის მიღწევა სურს. ამის შესახებ მჭედლიძემ ინტერნეტპორტალ iltirreno.gelocal.it.

ლევან მჭედლიძე: “სასუოლოსთან” გოლის გატანა გაცილებით იოლი იყო, ვიდრე “ჯენოასთან”. ცოტა გოლები გამაქვს და მათი რაოდენობა უნდა გავზარდო”.

- “სასუოლოსთან” გოლი განსაკუთრებული იმით იყო, რომ დიდი ხანი ელოდით...

- ეს მართალია. გარკვეული დრო ცდა მომიწია. ამ გოლში დიდი წვლილი საპონარამ შეიტანა. ის ფლანგიდან კარგად შეიჭრა და შემომხედა. მას ესმოდა პასი სად უნდა გაეკეთებინა რომ გამეტანა.

- თქვენი რეკორდი ისტორიაში დარჩება...

- ეს სასიამოვნოა, მაგრამ მე უფრო ის მაინტერესებს, რომ მიღწეულზე არ შევჩერდე. ამიტომ ვიმეორებ, გოლები სტაბილურად უნდა გავიტანო.

- “იუვესთვის” და ბუფონისთვის მნიშვნელოვანი გოლი ერთხელ უკვე გაგიტანიათ...

- დიახ. ჩემს მიერ “პალერმოში” გატანილი პირველი გოლი იყო და გავიმარჯვეთ. თუმცა, ეს უკვე წარსულია.

- ასე რომ, შეგიძლიათ კიდევ სცადოთ...

- მე ყოველთვის ვცდილობ, როდესაც თამაშის შესაძლებლობა მაქვს. ყველამ ვიცით, რომ “იუვენტუსთან” დაპირისპირება რთულია.

- როგორც საქართველო-გერმანიის მატჩის დროს იყო?

- ნებისმიერ შემთხვევაში კარგად თამაშს შევეცდებით. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონებთან დაპირისპირება სასიამოვნო იყო. მართალია, უფრო მათ თამაშს ვუყურებდი, რადგან ბურთი ფაქტობრივად არ მომდიოდა, მაგრამ მაინც ვისიამოვნე. განსაკუთრებით ბოატენგთან დაპირისპირებით.

0.114686