კალათბურთი

13:10 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტრიესტის ტურნირზე საქართველოს ნაკრების მე-3 მეტოქე მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი იქნება

გაირკვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამე მეტოქე იტალიის ქალაქ ტრიესტში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე. ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე იგორ კოკოშკოვის გუნდი რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ტრიესტში, 28-30 აგვისტოს გასამართი შეჯიბრია.

იტალიისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებებთან ერთად ტრიესტის ტურნირში რუსეთიც ითამაშებს. აქამდე გაურკვეველი იყო ოთხთა ტურნირის ბოლო მონაწილე. როგორც იტალიური ტურნირის ორგანიზატორებმა გვაცნობეს, ტრიესტის ტურნირის მეოთხე მონაწილე ამერიკის სტუდენტური ლიგის აღმოჩენა “მიჩიგან სტეიტ სპარტანსია”. მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი NCAA-ს ოთხთა ფინალში გავიდა და ხვალ, ნახევარფინალურ მატჩში დიუკის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.

მიჩიგანელებმა ამერიკის სტუდენტური ლიგის მიმდინარე სეონში 27 მატჩი მოიგეს და 11 წააგეს. სეზონის დასკვნითი ნაწილი ტრიესტის ტურნირის მონაწილემ აღმავლობით გაიარა და NCAA-ს ტურნირში ოთხთა ფინალში გასვლამდე, მიყოლებით დაამარცხა ჯორჯიის, ვირჯინიის, ოკლაჰომას და ლუისვილის ცნობილი საუნივერსიტეტო გუნდები.

www.gbf.ge

0.124568