კალათბურთი

11:27 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 11 ქულა და გამარჯვება ბოსტონში

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” გასვლით მატჩში “ბოსტონ სელტიკსი” 110:101 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ვისკონსინელებმა 36:23 მოიგეს.

ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 29 წუთი და 44 წამი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 11 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი და ერთი ბლოკი შესძინა. ზაზამ 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ფაჩულიას პარკეტზე ყოფნის დროს “მილუოკმა” მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდო.

მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ზაზას თანაგუნდელმა ოჯეი მეიომ მოათავსა კალათში.

“მილუოკი” 38 მოგებით და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

0.135732