კალათბურთი

0:50 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის ცსკა-მ პირველი ადგილი შეინარჩუნა

ევროლიგის ტოპ-16-ის ბოლოსწინა მე-13 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ პირეოსის “ოლიმპიაკოსს” დაუხვდა და 76:70 სძლია.

ქართველი კალათბურთელი მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა, საუკეთესონი კი სონი ვიმსი და საშა კაუნი იყვნენ, რომელთაც 16-16 ქულა მიითვალეს.

მოსკოველებმა 11 მოგება და 2 მარცხი მოაგროვეს და F ჯგუფის სათავეში რჩებიან, შემდეგ კი სტამბოლის “ფენერბაჰჩე” და ხსენებული “ოლიმპიაკოსი” მოდიან, რომელთაც პლეი-ოფში თამაში ასევე განაღდებული აქვთ.

ამავე ჯგუფში გამარჯვება იზეიმა თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” კონკურენტმა “ანადოლუ ეფესმა”. თურქებმა იტალიურ “ემპორიო არმანის” 86:78 სძლიეს და ბასკური კლუბის მსგავსად, 6 მოგება და 7 მარცხი მოაგროვეს.

ამ დავაში ყველაფერი ბოლო ტურში (9 აპრილს) გაირკვევა, როდესაც “ლაბორალ კუჩა” მალაგას “უნიკახას” ესტუმრება, “ანადოლუ ეფესი” კი ასევე გასვლით მატჩში “ფენერბაჰჩეს” შეერკინება. ესპანურ-თურქულ დავაში უმჯობესი 14-28 აპრილს მეოთხედფინალში ითამაშებს.

0.113155