რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს ახალგაზრდა მოჭადრაკეები მარია მუზიჩუკი (უკრაინა|) და ნატალია პოგონინა (რუსეთი) ხვდებიან, მეორე ტურის პარტია გათამაშდა. პირველ ტურში დასრულებული ყაიმის შემდეგ თეთრებით მოასპარეზე მუზიჩუკმა შეძლო მეტოქის დამარცხება და 1,5-0,5 დაწინაურდა. მესამე შეხვედრა 4 აპრილს ჩატარდება. ამჯერად თეთრებით პოგონინა ითამაშებს.