“მანჩსტერ იუნაიტედი”, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “საუთჰემპტონის” 23 წლის მცველის ნათანიელ კლაინის “ოლდ ტრაფორდზე” გადაბირებას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com ავრცელებს.
“სათჰემპტონი” კლაინს 35 მილიონ ევროდ აფასებს. მანჩესტერელები მზად არიან ნათანიელ კლაინში 20 მილიონი ევრო და ჩიჩარიტო შესთავაზონ. როგორც იცით, მექსიკელი შემტევი ხავიერ ერნანდესი “რეალშია” განათხოვრებული. გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული კლუბი ერნანდესის გამოსყიდვას არ აპირებს და მექსიკელი შემტევი არც ვან გაალის ტაქტიკურ მონახაზში ჯდება.
მიმდინარე სეზონში ნათანიელ კლაინმა 28 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. კლაინი 2014 წლიდან ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრია.