ფეხბურთი

17:24 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბილიჩი “ბეშიქთაშს” არ დატოვებს

ხორვატმა სპეციალისტმა სლავენ ბილიჩმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოღვაწეობის გაგრძელებას “ნისლიან ალბიონზე” აპირებს.

“ბოლო დროს პრესაში გაჩნდა ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ინგლისში გამგზავრებას და პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბში მუშაობის დაწყებას ვაპირებ. მაგრამ “ბეშიქთაშის” მთავარი მწვრთნელი ვარ და ამით ძლიერ ვამაყობ. სხვა ყველაფერი უბრალოდ ჭორია” - განუცხადა 46 წლის ხორვატმა Beşiktaş Magazine-ს.

სლავენს “შავ არწივებთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელობისას ბილიჩი ინგლისში “ვესტ ჰემსა” და “ევერტონში” თამაშობდა.

0.102034