დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიუნხენის “ბაიერნთან” დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი აზრით, ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონის დამარცხება შესაძლებელია.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გუნდი მე-10 ადგილზე იმყოფება და “ბაიერნი” ქულათა დიდი რაოდენობით გვისწრებს, მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენელებთან არსებული კონკურენცია წარსულში დარჩა, ჩვენ ვთამაშობთ საკუთარ მოედანზე, სადაც შესაძლოა გამარჯვებული “ბორუსია”დარჩეს. ვფიქრობ შეგვიძლია მიუნხენელთა დამარცხება” – განაცხადა კლოპმა.
დორტმუნელებისა და მიუნხენის “ბაიერნის” მატჩი ხვალ, “სიგნალ იდუნა პარკზე”, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
ამ დროისთვის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 64 ქულით პეპ გვარდიოლას გუნდი ლიდერობს, “ბორუსია” კი 33 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.