ფეხბურთი

13:43 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესი: “იმედია მალე გამოვჯანმრთელდები”

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეს მორჩა და “ბარსელონას” დაუბრუნდა. “ალბისელესტემ” აშშ-ში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, “ბლაუგრანას” ვარსკვლავმა კი სალვადორთან და ეკვადორთან მატჩები ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა.

ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ ლეომ საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე შემდეგი განცხადება გააკეთა: “აშშ-ში ტური ჩემთვის სასიამოვნოც და სამწუხაროც იყო. ორი თამაში მოვიგეთ, მაგრამ ფეხის ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. დაზიანება ჯერ კიდევ მაწუხებს. იმედია მალე გამოვჯანმრთელდები, რათა შევძლო დავეხმარო ეროვნულ ნაკრებს და “ბარსელონას.”

მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა. კატალონიის “ბარსელონა” ესპანეთის პრიმერადივიზიონში პირველ ადგილზე იმყოფება, სამეფო თასის ფინალშიც გახლავთ გასული და ჩემპიონთა ლიგაზეც იბრძვის.

0.114251