ფეხბურთი

13:28 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის “რეალი”: დე ხეა პრიორიტეტია, ჩეხი - ალტერნატივა

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედიდან” ესპანელი მეკარის, დავიდ დე ხეას ტრანსფერსის განხორცილებას ეცდება.

AS-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” მხრიდან უკვე გადაიდგა ნაბიჯები 24 წლის ფეხბურთელის შესაძენად, რომელსაც “მანჩესტერთან” ახალი კონტრაქტი ჯერაც არ გაუფორმებია, ამჟამად მოქმედს კი, ვადა 2016 წელს ეწურება. მანჩესტერელები დე ხეას დაახლოებით 68 მილიონ ევროდ აფასებენ.

დავიდს ესპანეთში დაბრუნება თავადაც სურს, მაგრამ ჯერ კიდევ ყოყმანობს - ღირს კი “რეალში ამ ზაფხულს გადასვლა, მაშინ, როდესაც გუნდში კასილასის ბედი ჯერაც არ გადაუწყვეტიათ.

ვარაუდობენ, რომ დე ხეასა და “რეალის” თანამშრომლობა ნებისმიერ შემთხვევაში შედგება - თუ ამ ზაფხულს არა, 2016 წელს აუცილებლად. ინგლისური პრესის მტკიცებით, მეკარე მზადაა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოსისყიდი თანხა 30 მილიონზე მეტი არ იქნება.

დე ხეა მადრიდის “ატლეტიკოს” აღზრდილია და ის “იუნაიტედში” 2011 წელს 22,7მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

თუ დე ხეას “რეალში” გადასვლა ამ ზაფხულს არ მოხერხდა და კასილასიც წავიდა, მაშინ იკერის შემცვლელი შესაძლოა პეტერ ჩეხი გახდეს. “ჩელსისა” და ჩეხს შორის გაფორმებულ კონტრაქტსაც ვადა 2016 წელს ეწურება, მაგრამ ჩეხმა ფეხბურთელმა საბოლოოდ დაკარგა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი და სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის გამოცვლას აპირებს.

0.138958