დასავლეთ კონფერენციის ლიდერი “გოლდენ სტეიტი” შინ “ფინიქს სანსს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 6 წამიღა იყო დარჩენილი, როცა სტეფ კარიმ 3-ქულიანი ჩააგდო და “გოლდენ სტეიტის” სასარგებლოდ 105:104 დააფიქსირა. თუმცა, ერიკ ბლედსოუს 2 წამი დასჭირდა ოკლენდელთა სამწამიანში შესასვლელად და ორქულიანის ჩასაგდებად, “ფინიქსი” 106:105 დაწინაურდა. შეხვედრის ბოლო წამზე “ოქროს შტატელთა” ფორვარდმა ჰარისონ ბარნსმა 2-ქულანი ჩააგდო და მიმდინარე სეზონში “გოლდენ სტეიტს” 62-ე გამარჯვება მოუტანა. შეხვედრაში 28 ქულით, 8 მოხსნით და 5 პასით სტეფ კარი გამოირჩა. ოკლენდელებმა ზედიზედ მეთერთმეტე მატჩი მოიგეს.
“კავალიერსმა” შინ “მაიამი” ოთხივე პერიოდში დაჯაბნა და 114:88 გაანადგურა. მეორე პერიოდში მაიამელთა ლიდრმა დუეინ უეიდმა მუხლის ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. “კავალიერსს” 23-23 ქულით ლებრონ ჯეიმსმა და კაირი ირვინგმა ულიდერეს.
ტეხასურ დერბიში “დალასი” საკუთარ დარბაზში “ჰიუსტონთან” 101:108 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჰიუსტონელებმა 31:18 მოიგეს. “როკეტსს” 24 ქულით ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. “დალასში” 21 ქულით საუკეთესო დირკ ნოვიცკი იყო.
“კლივლენდ კავალიერსი” – “მაიამი ჰიტი” 114:88 (34:27, 27:23, 30:22, 23:16)
“კლივლენდი”: ჯეიმსი (23 ქ. 8 მ. 7 პ.), ირვინგი (23 ქ.), შამპერტი (17 ქ.), დელავედოვა (14 ქ.), სმიტი (12 ქ.), ტომპსონი (8 ქ. 15 მ.), მოზგოვი (7 ქ.), ჯონსი (6 ქ.), პერკინსი (4 ქ.)
“მაიამი”: დენგი (17 ქ. 8 მ.), ვაითსაიდი (17 ქ. 8 მ.), ენისი (12 ქ.), დრაგიჩი (11 ქ. 7 პ.), ჯონსონი (11 ქ.), უეიდი (7 ქ.), ჩელმერსი (7 ქ.), ჩელმერსი (6 ქ. 7 პ.), უოლკერი (3 ქ.), ბეილესი (2 ქ.), ანდერსონი (2 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=yMcnFeZ1aqs
“დალას მავერიკსი” – “ჰიუსტონ როკეტსი” 101:108 (25:28, 30:19, 28:30, 18:31)
“დალასი”: ნოვიცკი (21 ქ. 7 მ.), ელისი (19 ქ. ), პარსონსი (11 ქ.), სტაუდემაიერი (11 ქ.), ჩენდლერი (8 ქ. 8 მ.), რონდო (8 ქ. 6 პ.), ამინუ (7 ქ. 8 მ.), ჯეფერსონი (5 ქ.), ჰარისი (4 ქ.), ბარეა (4 ქ.), ვილანუევა (3 ქ.)
“ჰიუსტონი”:ჰარდენი (24 ქ. 6 პ.), არიზა (19 ქ. 6 პ. 6 მ.), სმიტი (15 ქ. 12 მ.), ბრიუვერი (14 ქ.), ტერი (10 ქ.), ჰოვარდი (8 ქ. 7 მ.), ჯონსი (7 ქ.), პრიჯიონი (6 ქ.), დორსი (5 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=NlJvnFvNwPo
“გოლდენ სტეიტი” – “ფინიქს სანსი” 107:106 (27:22, 28:22, 22:27, 30:35)
“გოლდენ სტეიტი”: კარი (28 ქ. 8 მ. 5 პ.), ტომპსონი (16 ქ. 6 პ.), სფეიტსი (12 ქ.), მაკადუ (8 ქ.), ლივინგსტონი (8 ქ.), ბოგუტი (8 ქ. 9 მ.), ლი (7 ქ.), იგუდალა (7 ქ.), ბარნსი (4 ქ.), ეზელი (2 ქ.), ჰოლიდეი (2 ქ.)
“ფინიქს სანსი”:ბლედსოუ (18 ქ. 11 პ.), უორენი (17 ქ.), მარკიეფ მორისი (17 ქ. 12 მ.), ვრაითი (16 ქ. 12 მ.), ტაკერი (14 ქ.), მარკუს მორისი (10 ქ.), გრინი (7 ქ.), გუდვინი (4 ქ.), ბალოკი (1 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=ccNzp2Gnka0