ფეხბურთი

0:58 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ორჰუსის" გამარჯვება დამატებულ წუთზე

დანიის რანგით მეორე ლიგაში “ორჰუსმა” საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა “როსკილდე.” გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა მათე ვაწაძე, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს, დავით სხირტლაძე კი 84-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. დავით დევდარიანი განაცხადში არ იმყოფებოდა.

ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე დანიის ეროვნული ნაკრების წევრმა დანი ოლსენმა გაიტანა.

სატურნირო ცხრილში "ორჰუსი" 38 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ვიბორგს" 9 ქულით ჩამორჩება. ქართველი ფეხბურთელების გუნდს კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული.

0.11471