იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ზაგრების “დინამოს” ჩილელი თავდამსხმელის ანჯელო ხოსე ენრიკესის შეძენას შეეცდება. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა “დეილი ექსპრესი” იუწყება. 20 წლის სამხრეთამერიკელი შემტევი ხორვატულ გუნდში იჯარით თამაშობს, ისე კი, “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაა. ტურინელებს ფეხბურთელის ხელში უფასოდ ჩაგდების სურვილი აქვთ.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა “დინამოს” მაისურით ხორვატიის ჩემპიონატში 18 შეხვედრაში 12 გოლის გატანა შეძლო.