ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდის” ინფორმაციით, “ვოლფსბურგის” ჰოლანდიელი თავდამსხმელის, ბას დოსტის მიმართ ინტერესს, ინგლისის პრემიერლიგის გუნდები “საუთჰემპტონი”, “ნიუკასლ იუნაიტედი”, “სუონსი სიტი” და “სტოკ სიტი” იჩენენ. 25 წლის ფორვარდს გერმანული გუნდი 20 მილიონ ევროდ აფასებს.
ბას დოსტს მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში 14 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეები 13-ჯერ დაამწუხრა.