აზერბაიჯანის პრემიერლიგის ლიდერი “ყარაბაღი” 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში კახა ცხადაძის ბაქოს “ინტერს” დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
“ინტერის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ მეკარე გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე. აღსანიშნავია, რომ გუნდს გიორგი ლომაიამ უკაპიტნა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. ასევე სრულად ითამაშა ლაშა სალუქვაძემ, ბაჩანა ცხადაძე კი მატჩის დასრულებამდე შეცვალეს.
სატურნირო ცხრილს კვლავ “ყარაბაღი” ლიდერობს და კვლავ 9 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან ბაქოს “ინტერს”.