საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას იტალიელმა მენეჯერმა “ფეისბუქის” გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამიერიდან მის კლიენტსა და ბერძნულ პაოკ-ს შორის გამართული მოლაპარაკების დეტალები კონფიდენციალური იქნება, ხოლო ინფორმაციას ოფიციალურად მხოლოდ კლუბი გაავრცელებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი contra.gr-ი იუწყება.
“პაოკ-ის პრეზიდენტ ანგელიდესთან კონსულტაციის შემდეგ, მინდა განვაცხადო, რომ დამატებით ინფორმაციას ბატონ ლორიასა და პაოკ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას შორის კლუბის ოფიციალური წყაროდან შეიტყობთ.
ჩვენი მხრიდან მადლობას ვუხდით პაოკ-ს და პირადად კლუბის პრეზიდენტს თბილი მიღებისთვის. პაოკ-ი მაღალი დონის კლუბია და ბატონი ლორიაც მაღალი დონის მოთამაშეა. ამიტომ, ნორმალურია, თუკი მხარეებს შორის მოლაპარაკება გაიწელება.
ორივე მხარე ძალღონეს არ იშურებს, რომ ისეთი შეთანხმება შედგეს, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. ამ მიმართულებით მუშაობას უახლოეს პერიოდში გავაგრძელებთ”, - თქვა მარინიმ.
ლორიას იტალიელმა მენეჯერმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ბერძნულ მედიაში ქართველსა და პაოკ-ს შორის მოლაპარაკების დეტალები გავრცელდა.