არნემის “ვიტესის” კაპიტანს გურამ კაშიას სჯერა, რომ მის გუნდს ჰოლანდიის საფეხბურთი ერედივიზიონში მე-3 ადგილი დაკავება შეუძლია. მისი აზრით, არნემელებს როტერდამის “ფეიენოორდის” დაწევა შეუძლიათ.
“ამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენი მიზანი ხუთეულში მოხვედრა იყო, მაგრამ ამჟამად კარგ ფორმაში ვართ. მიღწეულით დაკმაყოფილება არ გვსურს. ვფიქრობ, რომ ყოველთვის მაღალი მიზნისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი თამაშის ხარისხის გათვალისწინებით მომავალი თამაშები უნდა მოვიგოთ. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახალგაზრდა გუნდი გვყავს. საფრთხე ისაა, რომ ზოგიერთები შესაძლოა მოდუნდნენ. 9-დან 8 თამაშს როდესაც მოიგებ, მომდევნოს მოგება უფრო რთულია. ჩემი, როგორც კაპიტნის მიზანია ყურადღებით ვიყო. კარგი გუნდი გვყავს და ჯილდოს ვიმსახურებთ”, - იუწყება კაშიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი goal.com-ი.
ამჟამად მე-5 ადგილზე მყოფ “ვიტესს” 47 ქულა აქვს და მესამეადგილოსან “ფეიენოორდს” 7 ქულით ჩამორჩება.