საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია საბერძნეთის პაოკ-ის წარმომადგენლებს 2 აპრილს მეორედ შეხვდება. ამის შესახებ ბერძნული მედიაპორტალი onsports.gr-ი იუწყება.
1-ელ აპრილს ლორია პაოკ-ის პრეზიდენტ იაკობ ანგელიდეს და აღმასრულებელ დირექტორ მარია გონჩარევას შეხვდა. სხვათა შორის, პაოკი-ს მეპატრონე რუსი ოლიგარქი ივან სავიდია, რომელიც თავის დროს როსტოვის სკა-ს ფლობდა.
ბერძნებმა ლორია ოთხწლიანი კონტრაქტი და წელიწადში 200000 ევრო შესთავაზეს. ქართველ ფეხბურთელს წელიწადში 400000 ევროს მიღება უნდა. პაოკ-ს ქართველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება არ აქვს, მაგრამ მას მოსაფიქრებლად კიდევ ერთი დღე მისცა.