ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ 2013-2014 წლების სეზონში კლუბების ფინანსური მოღვაწეობა შეაფასა. გამოცემა AS-ის ინფორმაციით, პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე ყველა კლუბის საერთო ვალმა 2 მილიარდ 757 მილიონი ევრო შეადგენს. ამ ვალის 27,8 პროცენტი (767 მილიონი ევრო) “რეალსა” და “ბარსელონას” ეკუთვნის.
პრიმერა დივიზიონის ხელმძღვანელობას საერთო ვალის შემცირება 2 მილიარდ 400 მილიონ ევრომდე სურდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ეკონომიამ მხოლოდ 558 მილიონი ევრო შეადგინა.
ამასთანავე, კლუბების შემოსავალი ბილეთების გაყიდვის ხარჯზე 5,4 პროცენტით გაიზარდა.