ფეხბურთი

16:42 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ზესტაფონს” უცნობი ბიზნესმენები დაეხმარნენ

როგორც სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გულშემატკივართა გვერდი იუწყება, კლუბს ფინანსური დახმარება ქართულ სპორტში მოღვაწე უცნობმა ბიზნესმენმა გამოუყო. ეროვნული ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩს “ზესტაფონი” საკუთარ მოედანზე რუსთავის “მეტალურგის” წინააღმდეგ გამართავს. ბიზნესმენი, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, გუნდის ზესტაფონში გამგზავრებისა და სასტუმროში დაბინავების ხარჯებს გაიღებს.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონსა და ბაზაზე არსებული ელექტროენერგიის დავალიანება კი იმ უცნობმა ზესტაფონელმა ბიზნესმენმა დაფარა, რომელმაც გუნდს რამდენიმე დღის წინ ქობულეთში გამგზავრებაში დაეხმარა.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ბიზნესმენებმა ვინაობის ღიად დასახელება არ ისურვეს.

თეგებიზესტაფონი
0.113354