ჭადრაკი

16:27 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დასახელდა საქართველოს ეროვნული საჭადრაკო ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს გუნდური პირველობაში მონაწილეობის მისაღებად. ჩემპიონატი ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში 18-29 აპრილს გაიმართება.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ: 1. ბელა ხოტენაშვილი (2513), 2. ლელა ჯავახიშვილი (2481), 3. ნინო ბაციაშვილი (2475), 4. სალომე მელია (2459), 5. მერი არაბიძე (2374).

გუნდის მთავრი მწვრთნელი – საერთაშორისო დიდოსტატი ელიზბარ უბილავაა, ხოლო გუნდის კაპიტანი – საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა.

პირველი ტური 19 აპრილის 15.00 სთ. (ადგილობრივი დროით) დაიწყება. მოდევნო ტურები – 20, 21, 22, 23 აპრილს გახლავთ დაგეგმილი, 24 აპრილს დასვენების დღეა, 25-28 აპრილს კი შემდეგი ტურები შედგება.

ასპარეზობის დახურვის საზეიმო ცერემონიალი 28 აპრილის 19.00 საათზეა დანიშნული.

გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობას შემდეგი ქვეყნები მიიღებენ: 1. უკრაინა, 2. რუსეთი, 3. ჩინეთი, 4. საქართველო, 5. სომხეთი, 6. ყაზახეთი, 7. პოლონეთი, 8. აშშ, 9. ეგვიპტე, 10. ინდოეთი.

თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 5 მონაწილით: 4 ძირითადი დაფა + 1 სათადარიგო.

ამჟამად, საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით მომზადებას გადის ბორჯომის “ბორჯომი პალასში” მწვრთნელებთან: ელიზბარ უბილავასთან და დავით ჯოჯუასთან ერთად.

0.12467