მადრიდელთა “სამეფო კლუბს” დანილოს შეძენასთან დაკავშირებით რეკომენდაცია რობერტო კარლოსმა გაუწია. “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა დანილოს შესახებ www.cope.es- თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“თვალს ვადევნებ პორტუგალიის ჩემპიონატს. დანილო სრულყოფილი ფეხბურთელია, დაცვაში თამაშის პარალელურად შეუძლია შეტევაში კარგად მოქმედება. რთულია “რეალში” თამაში, მაგრამ ვფიქრობ, დანილო მოახერხებს გუნდთან ადაპტაციას. მასში გადახდილი 23 მილიონი “რეალს” წარმატებებს მოუტანს”, - განაცხადა კარლოსმა.
დანილო პორტუგალიურ კლუბში 2011 წლიდან ირიცხება. ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონის პორტუგალიის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.