ლონდონის “არსენალს” არგენტინელი პაულო დიბალას შეძენა არ სურს. აღნიშნულ თემაზე არსენ ვენგერმა “ლივერპულთან” გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ “პალერმოს” პრეზიდენტმა მაურისიო ძამპარინიმ “არსენალის” დიბალათი დაინტერესება დაადასტურა, ვენგერმა კი საპირისპირო განცხადება გააკეთა.
21 წლის სამხრეთამერიკელი წარმატებულ სეზონს ატარებს. დიბალამ სერია A-ს 27 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ კარლოს ტევესს 4 გოლით ჩამორჩება.