“რომას” თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ, შესაძლოა, შაბათს “ნაპოლის” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. გუნდის გუშინდელ ვარჯიშზე “მგლების” კაპიტანი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, თუმცა, 38 წლის ფეხბურთელის დაზიანების ხასიათზე არაფერია ცნობილი.
Football Italia-ს ვარაუდით, “ჯალოროსის” სამწვრთნელო შტაბი ვეტერანს დასვენების საშუალებას მისცემს და რაფაელ ბენიტესის გუნდის წინააღმდეგ არ ათამაშებს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ტოტიმ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ტოტის გარდა, რუდი გარსიას ჟერვინიოს იმედიც ვერ ექნება, რომელიც გუნდს აპრილის ბოლომდე დააკლდა.