ფეხბურთი

12:36 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუისი: “ჩელსის” დატოვებას არ ვაპირებ”

“ჩელსის” ბრაზილიელ მცველ ფელიპე ლუიშს ლონდონის “ჩელსის” დატოვება არ სურს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთამერიკელს მუდმივად უწევს სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლა, სეზონის დასრულების შემდეგ სხვა კლუბში გადასვლას არ გეგმავს.

“ლონდონში ყოფნით ბედნიერი ვარ. მსურს დავრჩე კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე. ჩელსის” პრემიერლიგის მოგების შანსი აქვს და ყოველ მოთამაშეს გვსურს გუნდს ტიტულის მოგებაში დავეხმაროთ. ჟოზე მოურინიო ყოველთვის გვირჩევს, რომ კონკრეტულ მატჩზე ვიფიქროთ და მომდევნო შეხვედრაზე მოვახდინოთ კონცენტრაცია”, - აღნიშნა ლუიშმა.

ლუიში გასული სეზონის შემდეგ 15,8 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის “ატლეტიკოდან” ლონდონურ კლუბში გადავიდა. ბრაზილიელმა პრემიერლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 5 შეხვედრაში მოხვდა სასტარტო თერთმეტეულში.

0.120262