ფეხბურთი

12:01 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია რუმინეთის თასის ფინალში ვერ გავიდა

“კლუჟი”, რომელშიც გიორგი ჭანტურია გამოდის, რუმინეთის საფეხბურთო თასის ფინალში ვერ გავიდა.

თანაქალაქელ “უნივერსიტატიასთან” “კლუჟმა” თავის მინდორზე 0:0 ითამაშა, ხოლო 1-ელ აპრილს სტუმრად გამართული საპასუხო შეხვედრა ასევე უგოლოდ დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში კი, “უნივერსიტატიამ” 4:2 გაიმარჯვა.

ჭანტურია თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო “კლუჟის” მიერ გამოყენებული 2 პენალტიდან ერთი მის ანგარიშზეა.

0.137256