ფეხბურთი

21:59 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარვალიუ “სენტ ეტიენთან” ვერ ითამაშებს

“მონაკოს” გამოცდილ პორტუგალიელ მცველს რიკარდუ კარვალიუს მუხლის ტრავმა აწუხებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ფეხბურთელმა ტრავმა პორტუგალია–ალბანეთის (2:1) მატჩში მიიღო.

“მონაკოს” ექიმის განცხადებით, კარვალიუს სერიოზული დაზიანება არ აქვს და ის მინდორს მალე დაუბრუნდა, მაგრამ 3 აპრილს “სენტ ეტიენის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს.

0.167688