სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

19:12 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

აზალაძის ჩინებული შედეგი

დღეს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ქართული გრან პრის გათამაშებას უმასპინძლა ელვისებურ ჭადრაკში.

შესანიშნავი შედეგით, 9-დან 8 ქულა, დამაჯერებლად იპირველა საერთაშორისო ოსტატმა შოთა აზალაძემ. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფანცულაია. მესამე ადგილზე, ასევე 7.5 ქულით საქართველოს 2013-14 წლების ჩემპიონი გაიოზ ნიგალიძე გავიდა.

ტურნირში დაწესებული იყო 500 ლარის ოდენობის საპრიზო ფონდი: I ადგილი – 250 ლარი, II ადგილი – 150 ლარი, III ადგილი – 100 ლარი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115597