ჩოგბურთი

18:48 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ პირველი წრე გეიმისწაუგებლად დასძლია

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველი რაუნდი იოლად დასძლია.

მე-7 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – რუსი ანგელინა ფედოროვა 6:0, 6:0 გაანადგურა.

მერვედფინალში მარიამის მეტოქე ბელგიელი ინდია მაგენი იქნება, რომელმაც ჩეხ მარტინა პრადოვას 3:6, 7:5, 6:1 სძლია.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში ბოლქვაძემ და რუსმა იულია ბრიზგალოვამ ნიგერიელ იზუოგუს და პაკისტანელ სუჰაილს 6:2, 6:2 მოუგეს და მეოთხედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე ესპანურ-ხორვატულ დუეტს (ფერნანდეს-რაბენერი/ლეკაი) გაეჯიბრებიან.

0.116872