თამაშგარე

10:39 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

აქა ამბავი კამილა ალვეშისა

გარნა ყოველთვის ბრძნადმეტყველება უნდა აღწერასა და გაგებასა სილამაზისასა? გარნა არ გარდავიდა დროი ძველი და ეშხიანი? მაგრამ, ოხერ არს სული კაცისა და თვალი მისი და ოდეს ვიხილეთ ასული ბრაზილიისა, მოდელად წოდებული, კამილა ალვეში, ფიქრნი ჩვენნი და საღერღელნი ჩვენნი აიშალა ფრიად.

კამილასა მას, რომელსაც სიყვარულითა წრფელითა შეჰყვარებია ნაკრები ბრაზილიისა საფეხბურთოი, ამდგარა და პრუწვითა ტუჩთაითა, რქუა: ნაკრები ესე, იპირველებს რუსთა მიწასა ზედა ქორინიკონით 2018 –სა და უკეთუ ეს ასე არ მოხდა, მიმაბით კუდზე ჯორისა და მასხით თავსლაფი უკუნისამდეო.

ამბავი ესე გულშემატკივართა ცნობილ არს საზოგადოდ და მკითხველნი ჩვენნი არა გაიკვირვებენ სიტყუებსა ალევშისასა. ოდეს ქართველსა ქომაგსა აქვს ოცნებად ნაკრები მათი უბედური გარვიდეს მუნდიალსა ზედა, რაითა არ უნდა ჰქონდეს ნატვრად და სურვილად ქალასა ამას ჩემპიონობა ბრაზილიისა?

0.170604