ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში იმყოფება, სადაც მორიგ 10-ათასიან ტურნირში თამაშობს.
ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში მე-7 ნომრად განთესილი ბოლქვაძე ძალებს კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებულ – რუს ანგელინა ფედოროვასთან მოსინჯავს.
მარიამმა უკვე ჩაატარა პირველი შეხვედრა წყვილთა ტურნირში. ბოლქვაძემ და რუსმა იულია ბრიზგალოვამ ნიგერიელ იზუოგუს და პაკისტანელ სუჰაილს 6:2, 6:2 სძლიეს და მეოთხედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე ესპანურ-ხორვატულ დუეტს (ფერნანდეს რაბენერი-ლეკაი) გაეჯიბრებიან.