ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რაჯა ნაინგოლანმა შესაძლოა “რომა” დატოვოს. ამ თემაზე ბელგიელი Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა.
“რომას” ხელმძღვანელებმა და ჩემმა ყოფილმა კლუბმა “კალიარიმ” შეთანხმებას გასულ წელს მიაღწიეს. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, თავს კომფორტულად ვგრძნობ, მხოლოდ კლუბზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა შესაძლოა შემდეგი სეზონი სხვა გუნდში გავატარო. ამის შანსები არსებობს, თუმცა ამ მომენტში ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება არ მსურს” – აღნიშნა ფეხბურთელმა იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში.
26 წლის ნაინგოლანმა მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 25 მატჩი გამართა და სამი გოლი გაიტანა. სატურნირო ცხრილში “რომა” მეორე ადგილზე იმყოფებდა და ლიდერ “იუვენტუსს” 14 ქულით ჩამორჩება.