როგორც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდის გულშემატკივრები, ასაკობრივი გუნდის აღსაზრდელები და მათი მშობლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ.
როგორც იმერული კლუბის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი თბილისში იმყოფებიან, რათა კლუბს ფინანასური პრობლემის მოგვარებაში დაეხმარონ. აღნიშნული პირები მოლაპარაკებებს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის ხელმძღვანელ პირებთან აწარმოებენ.
დავით აბაშიძის სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით ქალაქის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყო, რომელიც მუნიციპალიტეტის შენობასთან დასრულდა.
https://www.youtube.com/watch?t=303&v=qMIvGQHjMy8