როგორც daily mail-ი იუწყება, ლონდონის “არსენალი” და “საუთჰემპტონი” ახალგაზრდა მეკარის ფრედი ვუდმენის დამატებით დაინტერესდნენ. “ნიუკასლის” 18 წლის ფეხბურთელი კლუბის 21-წლამდელთა შემადგენლობაში მუდმივად თამაშობს, ამავდროულად კი ინგლისის 19-წლამდე ნაკრების წევრია. ვუდმენს ასევე უთამაშია ინგლისის 16, 17 და 18-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებებში.
გთავაზობთ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ვუდმენი ინგლისის 17-წლამდე ნაკრებთან ერთად ემზადება.