როგორც “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 18 წლის ბექა გვარაძემ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა. ამპლუით ნახევარმცველი “საბურთალოს” ძირითად გუნდში 2013 წლიდან თამაშობს.
პირველ სეზონში პირველი ლიგის მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, “სამტრედიასთან” შეხვედრაში კი გოლის გატანაც შეძლო. მიმდინარე სეზონში გიორგი ჭიაბრიშვილმა გვარაძეს 10 მატჩში მისცა მოედანზე გასვლის საშუალება, საერთო ჯამში კი გვარაძემ მინდორზე 533 წუთი გაატარა.
თბილისური კლუბი პირველი ლიგის ა ჯგუფს 66 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილოსან “ლაზიკას” 21 ქულით უსწრებს. სავარაუდოდ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი შემდეგ საფეხბურთო სეზონს უმაღლეს ლიგაში გაატარებს.