მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა მარცხენა მცველმა, ფაბიუ კოენტრაუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” მის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
“არ უარვყოფ, რომ “მანჩესტერში” თამაშით დაინტერესებული ვარ. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის, “მანჩესტერში” თამაში დიდი პატივი იქნებოდა.” – განაცხადა კოენტრაუმ.
პორტუგალიელი ფეხბურთელი “რეალში” 2011 წლიდან თამაშობს. მადრიდულ გუნდში კარლო ანჩელოტის მისვლის შემდეგ მისი სათამაშო დრო შემცირდა. მიმდინარე სეზონში კოენტრაუ მოედანზე მხოლოდ 14-ჯერ გამოჩნდა.