ფეხბურთი

18:09 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს”, შესაძლოა, 2 სკუდეტო დაუბრუნონ

ტურინის “იუვენტუსისთვის” 2 სკუდეტოს დაბრუნების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, კარლო ტავეკიოს თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც “იუვენტუსი” სასამართლოდან სარჩელს გამოიტანს.

2006 წელს, “იუვენტუსს” ბრალი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში დასდეს. ტურინელებს 2005 წელს მოგებული სკუდეტო ჩამოართვეს, ხოლო 2006 წლის ჯილდო არ გადასცეს. ამას გუნდის სერია B-ში დაქვეითებაც დაემატა.

ცოტა ხნის წინათ, სამოქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს, ტურინულ კლუბის დასასჯელად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. ამის შემდეგ, “ბებერმა სინიორამ” სასამართლოში სარჩელი შეიტანა და 443 მილიონი ევროს ღირებულების ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. როგორც ირკვევა, ფედერაცია მზადაა “იუვეს” ტიტულები დაუბრუნოს, თუ კლუბი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარს იტყვის.

“ჩვენი მიზანი ამ სარჩელისგან გათავისუფლებაა. შემდე კი, ტიტულებთან დაკავშირებით “იუვენტუსთან” მოლაპარაკებებს დავიწყებთ.

ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად კომპენსაციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის შეჩერება მანაღვლებს. “იუვენტუსის” მიერ მოთხოვნილი 443 მილიონი ევრო ფედერაციას გააკოტრებს.” – განაცხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, კარლო ტავეკიომ.

0.119349